კიმ ჩენ ინი უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის მხარეს მებრძოლი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების სამშობლოში დაბრუნების ცერემონიას დაესწრო, – ინფორმაციას გამოცემა Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო KCNA-ზე დაყრდნობით ავრცელებს. KCNA-ის ცნობით, ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცები კურსკის ოლქში სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ და საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა ჯარისკაცები „გმირობისთვის“ შეაქო და აღნიშნა, რომ მისიის ფარგლებში […]