რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების რამდენიმე მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქის და შეზღუდული ხილვადობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე. დიდთოვლობის გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზის კმ30-კმ60 (ბაკურიანი-ღადოლარი) მონაკვეთზეც. საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. ქარბუქის და […] The post რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, გზებზე მოძრაობა შეზღუდულია appeared first on Netgazeti .