ესტონეთის მთავრობის მიერ პარლამენტში დასამტკიცებლად წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, 2027 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადა ყველა წვევამდელისთვის 12 თვემდე გაიზრდება. თავდაცვის მინისტრ ჰანო პევკურის („რეფორმის პარტია“) მიერ რიიგიკოგუში (პარლამენტში) შეტანილ კანონპროექტში ნათქვამია, რომ ეს ცვლილება თავდაცვის ძალებში წვრთნების მასშტაბისა და ტექნიკური სირთულის ზრდით, ასევე შეიარაღების თანამედროვე სისტემების დანერგვით არის განპირობებული. გაწვევის ამჟამინდელ მოდელს ორი ციკლი […]