ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა

ავსტრალიაში, ბონდის სანაპიროზე სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 15-მდე გაიზარდა. ინფორმაციას მედია სიდნეის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. დაღუპულთა შორის არის ბავშვიც. მსხვერპლთა ასაკი 10-დან 87-მდე მერყეობს. 42 დაშავებული საავადმყოფოებში რჩება. სამართალდამცველების ცნობით, იდენტიფიცირებულნი არიან დამნაშავეები. ისინი მამა-შვილი არიან, 50 წლის მამა სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე სროლის შედეგად მოკლეს. 24 წლის შვილი კი დაჭრილია და საავადმყოფოში იმყოფება პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ. […] Source