გერმანიის რეგიონალლიგის (ჩრდილოაღმოსავლეთი) მორიგ ტურში ბერლინის “ჰერტა II-მა”, რომლის ღირსებას იცავს შალვა ოგბაიძე, ერთ-ერთი ლიდერი იენის “კარლ ცაისი” ისტუმრა და 2:3 დამარცხდა, არადა, 51-ე წუთისთვის 2:0-ს იგებდა. ანგარიში 31-ე წუთზე სწორედ ოგბაიძემ გახსნა (ზოგადად, ქართველებს გვჩვევია “კარლ ცაისის” კარში გატანა). ახალგაზრდული ნაკრების ყოფილმა შემტევმა ზედიზედ მე-2 მატჩში შეაგდო და სეზონის მონაგარი 4-მდე გაზარდა (პლუს 2 […]