ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომზე ისაუბრებენ

ბრიუსელში დღეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი უხელმძღვანელებს. ევროკავშირის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას განიხილავენ. მანამდე კი მინისტრები უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ ანდრეი სიბიგასთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, მოსაზრებებს გაცვლიან. საბჭო განიხილავს ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას უახლესი […]