ბონდი-ბიჩზე მომხდარი სროლა ბნელი დღეა ავსტრალიის ისტორიაში, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ განაცხადა. მისი თქმით, დღეს მთავრობის სხდომა გაიმართება, რომლის დღის წესრიგში იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების აუცილებლობაც იქნება. „ეროვნული კაბინეტის სხდომის დღის წესრიგში შევიტან იარაღის შესახებ კანონმდებლობის გამკაცრების საკითხს, მათ შორის იმ იარაღის რაოდენობის შეზღუდვას, რომლის გამოყენება, ან ლიცენზირება ფიზიკურ პირებს შეუძლიათ“, – […]