გერმანიის დედაქალაქ ბერლინში დღეს, 15 დეკემბერს გაგრძელდება აშშ-უკრაინის მოლაპარაკება სამშვიდობო გეგმაზე, რომელსაც ომის დასასრულებლად უკრაინას და რუსეთს სთავაზობს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია. 14 დეკემბერს ბერლინში ხუთ საათზე მეტხანს გაგრძელდა აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარგზავნილის, სტივენ უიტკოფის, ტრამპის სიძისა და მრჩევლის, ჯარედ კუშნერის, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ორი ქვეყნის დელეგაციების შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც. […]