4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების, მათ შორის, ნინა სანდერის, მარიამ მეყანწიშვილისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ. პროცესს ესწრებიან დაკავებულები, გარდა ვახტანგ ფიცხელაურისა და ანტონ უპერისა. საქმეს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი განიხილავს. ბრალდებულების სხდომათა დარბაზში შემოსვლისთანავე, მოსამართლე მჭედლიშვილმა იკითხა, რომელი იყო ალექსანდრე ხაბეიშვილი, […]