54 წლის ინგლისელი სპეციალისტი რიჩარდ ქოქრილი ორწლიანი მოღვაწეობის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “შავი ლომის” მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს. ქოქრილის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა ორჯერ მოიგო რაგბი ევროპის ჩემპიონატი (2024 და 2025 წლებში) და მოიპოვა 2027 წლის ავსტრალიის მსოფლიო თასის საგზური. 2024 წელს ბორჯღალოსნებმა ქოქრილის ხელმძღვანელობით მესამე გამარჯვება მოიპოვა […]