ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი 16 დეკემბრის მაგივრად, 12 თებერვლამდე გადაიდო. ღარიბაშვილის ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, სხდომა მას შემდეგ გადაიდო, რაც პროკურატურამ დამატებითი დრო მოითხოვა მტკიცებულებების მოსაპოვებლად. "გახანგრძლივდა ვადა 12 თებერვლამდე, გამოძიების ინიციატივით. პროკურატურამ მიმართა შესაბამისი შუამდგომლობით სასამართლოს და მოითხოვა გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების უზრუნველყოფის მიზნით დამატებითი დროის გამოყოფა. მინდა ...