საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საერთო კრებაზე ქარტიის საბჭოს ახალი წევრები აირჩია. რეგიონების კვოტით ქარტიის საბჭოში აირჩიეს “ბათუმელების” ჟურნალისტი ლელა დუმბაძე და “სამხრეთის კარიბჭის” ჟურნალისტი თემო ინასარიძე. თბილისის კვოტით კი საბჭოში აირჩიეს “პუბლიკას” ჟურნალისტი ნათია ამირანაშვილი. ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიის საბჭოში 9 წევრია. ქარტიის საბჭოს წევრებმა საბჭოს თავმჯდომარედ თინათინ ზაზაძე აირჩიეს. The post ჟურნალისტიკის ეთიკის ქარტიამ საბჭოს ახალი წევრები აირჩია appeared first on Batumelebi .