კადიროვი ჩეჩნეთი-შატილის გზის პერსპექტივაზე: „ჩვენს მეზობლებს ჯერ არ სურთ, რომ გზამ საქართველოზე გაიაროს“

ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი გამოეხმაურა იტუმ-კალეს-შატილის საავტომობილო გზის მშენებლობას – გზას, რომლის მშენებლობაზეც კადიროვი და მისი გარემოცვა წლებია საუბრობენ და რომელიც ჩეჩნეთის რაიონ იტუმ-კალეს შატილთან დააკავშირებდა. ამ მარშრუტის ამუშავებას მუდმივად განიხილავს გროზნო/მოსკოვი, თუმცა თბილისის ოფიციალური პოზიციაა, რომ ამ გზის შესაძლებლობა არასოდეს განუხილავს. კვირას, 14 დეკემბერს, ჩეჩნეთში გამართულ პრესკონფერენციაზე რამზან კადიროვს ჰკითხეს, თუ „რა უშლის ამ […]