ზღვის ზღარბი უხერხემლო ცხოველია, რომელიც ქვებიდან წყალმცენარეებს ფხეკს და ამრიგად, რიფებზე მათ ზრდას აკონტროლებს. ამიტომაც, ზღვის ზღარბები მარჯნებისა და სხვა ნელა მზარდი სახეობების დაცვის საკითხში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ამისდა მიუხედავად, როცა მათი პოპულაციები ზედმეტად სწრაფად და მასშტაბურად იზრდება (განსაკუთრებით, თუ მათი მტაცებელი სახეობები მცირდება), რიფები საფრთხის წინაშეა. ამის მიზეზი ისაა, რომ ...