საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საპატრიარქოს მიერ არქიმანდრიტი დოროთესთვის (ყურაშვილის) მღვდელმსახურების შეჩერებას ეხმიანება. სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ “საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას”. “მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტი დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად! საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას! არასოდეს დავიჯერებ პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!” – წერს სალომე ზურაბიშვილი. Source