უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა რუსულ წყალქვეშა ნავს დაარტყა , – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურმა ნოვოროსიისკის პორტში მდგომი რუსული წყალქვეშა ნავი Varshavyanka საზღვაო დრონების, Sea Baby-ის გამოყენებით ააფეთქა. „აფეთქების შედეგად წყალქვეშა ნავმა კრიტიკული ზიანი მიიღო და მწყობრიდან გამოვიდა. წყალქვეშა ნავზე „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტის ოთხი გამშვები დანადგარი იყო, რომლებსაც […]