ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

ევროპელი ლიდერები უკრაინაში მშვიდობის მიღწევის მიზნით მოლაპარაკებების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. განცხადებაში ლიდერები მიესალმებიან მნიშნველოვან პროგრესს პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს უკრაინაში სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველყოფას. ისინი ასევე მიესალმებიან პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ ტრამპის გუნდებს შორის, აგრეთვე ევროპულ გუნდებს შორის, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში მჭიდრო მუშაობას. "ისინი თანხმდებიან, რომ პრეზიდენტ ტრამპთან და პრეზიდენტ ზელენსკისთან ითანამშრომლონ ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, რომელიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ევროპის უსაფრთხოებას დაიცავს“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოფი, ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იონას გარ სტორე, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. „ლიდერები შეთანხმდნენ, რომ უკრაინის უსაფრთხოების, სუვერენიტეტისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფა უფრო ფართო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს