კალორიებით შეზღუდულმა კვების რაციონმა შესაძლოა შეანელოს დაბერების პროცესი, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად, ბუნებრივად ხდება ტვინში. ამაზე მიუთითებს მაკაკა რეზუსებზე ჩატარებული კვლევა, რომელიც ასევე შეიძლება რელევანტური აღმოჩნდეს თავის ტვინის ისეთი დაავადებისთვის, როგორიც არის ალცჰაიმერი. ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შეისწავლეს 24 ისეთი მაკაკა რეზუსის (Macaca mulatta) თავის ტვინი, რომლებიც 20 წლის განმავლობაში იკვებებოდნენ ან კალორიებით შეზღუდული ან ჩვეულებრივი […]