აშშ-ის პოლიციის თანახმად, მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ჰოლივუდის რეჟისორის, რობ რაინერის ვაჟი მას შემდეგ, რაც მისი მშობლები ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში მოკლულები იპოვეს. „გამოძიებას აწარმოებს მკვლელობების განყოფილება“, – განუცხადა ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსმა ჯიმ მაკდონელმა ჟურნალისტებს. – „ისინი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ ამ საქმეზე და შეძლეს ნიკ რაინერის დაკავება, რომელიც ამ საქმეში ეჭვმიტანილია. შემდგომში მას მკვლელობისთვის ბრალი წაუყენეს“. […]