„არც დე-იურე, არც დე-ფაქტო“ – ზელენსკი დონბასის რუსეთის ნაწილად აღიარებაზე

უკრაინის მიერ რუსეთის მოთხოვნის შესრულება და მისთვის დონბასის დათმობა ის ძირითადი საკითხია, რომელზეც კონსენსუსი არ არის. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელმაც 14-15 დეკემბერს ბერლინში მოლაპარაკება გამართა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივენ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერთან, ბერლინიდან გამგზავრების შემდეგ თვითმფრინავში უპასუხა უკრაინული მედიასაშუალებების შეკითხვებს. მათი ნაწილი ეხებოდა უკრაინის მიერ დონბასის დათმობის შესაძლებლობას, რასაც რუსეთი მოითხოვს […]