აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ცოტა ხნის წინ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. კითხვაზე, ესაუბრა თუ არა ამ ბოლო დროს ვლადიმერ პუტინს, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა : „დიახ, ვესაუბრე“. ამასთან, მისი თქმით, საქმეები „საკმაოდ კარგად მიდის. „უკრაინაში მშვიდობასთან ახლა უფრო ახლოს ვართ, ვიდრე ოდესმე. რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან ძალიან კარგი საუბარი გვქონდა. […]