პარლამენტში ინიცირებულია და 16 დეკემბრის რიგგარეშე სხდომაზე განსახილველად გავა ფრაქცია “საქართველოსთვის“ ინიციატივა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას და აღნიშნული კომისიის მიერ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციების დროს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან მანიფესტაციების დაშლის ლეგიტიმურობისა და გამოყენებული სპეციალური საშუალებების კანონიერების შესწავლას ითვალისწინებს. პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ბიურომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში უნდა ასახოს. […]