ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებს. ბერლინში გამართული შეხვედრის შემდეგ ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მუშაობს ყველა იმ ნაბიჯზე, რომელიც საბოლოოდ სისხლისღვრას დაასრულებს. „პირველი ნაბიჯი ცეცხლის ხანგრძლივი შეწყვეტაა. მისკენ მიმავალი გზა ცნობილია. რუსეთმა უნდა იგრძნოს მუდმივი ზეწოლა, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს – არა დემონსტრაციისთვის, […]