უკრაინამ ტერიტორია უკვე დაკარგა, მაგრამ ჩვენ უსაფრთხოების გარანტიებზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. ჟურნალისტის კითხვაზე, „როგორც ჩანს, მე-5 მუხლის მსგავსი შეთანხმება იქმნება უკრაინისთვის ნატო-ში გაწევრიანების გარეშე. თუ ასეთი უსაფრთხოების გარანტია შეთავაზებულია, რა სტიმული ექნება უკრაინას, რომ ნებისმიერი ტერიტორია დათმოს?“, ტრამპმა უპასუხა, რომ მიმდინარეობს მუშაობა უსაფრთხოების გარანტიაზე, რათა ომი ხელახლა არ დაიწყოს. […]