საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის მონაკვეთებზე საქმიანობისთვის საჭირო იქნება შეთანხმება გზის ღერძიდან 200 მეტრის რადიუსით, ორივე მხარეს. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა. პროექტის თანახმად, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზაზე, საქართველოს მთავრობით განსაზღვრულ გზისპირა ზონებში სივრცული მოქმედების რადიუსი იქნება 200 მეტრით გზის ღერძიდან ორივე მხარეს. შესაბამისად, იმ ტერიტორიაზე, რომელიც აღნიშნულ ზონაში მოექცევა, ნებისმიერი სახის სამუშაოების წარმოება დასაშვები […]