დონალდ ტუსკი – უკრაინაში შობამდე ცეცხლის შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა – რუსები დიდად არ არიან დაინტერესებულები სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ცეცხლის შეწყვეტით

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, უკრაინაში ცეცხლის შობის დღესასწაულამდე შეწყვეტა ნაკლებად სავარაუდოა. კითხვაზე, ხედავს თუ არა ის უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შობამდე შეწყვეტის პერსპექტივას, დონალდ ტუსკმა უპასუხა: „რუსები, ამ ეტაპზე, სავარაუდოდ დიდად არ არიან დაინტერესებულები სამშვიდობო მოლაპარაკებებით ან ცეცხლის შეწყვეტით“. „ამიტომ, ჩვენ გვჭირდება კიდევ უფრო მეტი ზეწოლა და იმის დემონსტრირება, რომ ჩვენ, დასავლეთი, არ […]