საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის მარტივი, სწრაფი და კომფორტული სერვისების შექმნას განაგრძობს. ამჯერად, თბილისში, საქართველოს ბანკის სამ ფილიალში, მეორადი ავტომობილის შეძენასთან დაკავშირებული სერვისები უკვე ხელმისაწვდომია. ავტომობილი ფილიალშივე გადის ექსპერტულ შემოწმებას, რაც გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო ამარტივებს. აქვეა შესაძლებელი ავტომობილის გადაფორმება, ტექპასპორტის შეკვეთა და სასურველი სანომრე ნიშნის არჩევა. ამასთანავე, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს დამატებითი ფინანსები მეორადი ავტომობილის შესაძენად […]