გიორგი შარაშიძე – „ოცნებაში“ კარგად იციან, რომ საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, მიგვიყვანს საკითხზე, ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება

„ოცნებაში“ კარგად იციან, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც პროტესტანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების გამოძიებას შეეხება, ბუნებრივად მოგვიყვანს საკითხზე, თუ ვინ გასცა 20 ივნისს რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება – „ოცნება“ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება, რადგან სიმართლის დადგენა არ სურთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, აუცილებლად მოვა დრო, როდესაც ყველაფერს […]