ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ, — ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ სტრასბურგში განაცხადა, სადაც სახაროვის პრემიის გამარჯვებულების დაჯილდოება იმართება. "ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ. ხვალ და ზეგ ევროპულ საბჭოს ვესწრები და ეს არის გზავნილი, რომელიც თან მიმაქვს. ჩვენ ვეძებთ სტრატეგიულ ...