სხეული უწყლოდ: რა ხდება, როცა ორგანიზმს სითხე აკლია და როგორ "გვამოძრავებს" წყალი

სისუსტე ან გონების დაბინდვა ხომ არ გაწუხებთ? სანამ გუგლს ჰკითხავდეთ და ისიც სასიკვდილო განაჩენს გამოგიტანდეთ, ერთ მარტივ რამეზე დაფიქრდით: საკმარისი წყალი თუ დალიეთ? ეს ჩვენი სხეულისთვის მთავარი სითხეა. შეიძლება ითქვას, სიცოცხლისთვის იგი საკვებზე მნიშვნელოვანიც კია — უწყლოდ ორგანიზმი ბევრად მალე კვდება, ვიდრე უჭმელად. ეს სითხე უჯრედების, ქსოვილებისა და ორგანოების გამოკვებაში, ასევე ...