სომხეთში ირანიდან შემოსულ სატვირთო ავტომობილში 161 კგ ჰეროინი ამოიღეს, ნარკოტიკი საქართველოში გადასატანად იყო განკუთვნილი – ინფორმაციას სომხეთის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურზე დაყრნობით არმენპრესი ავრცელებს. ოფიციალური ცნობით, სომხეთ-ირანის საზღვარზე მდებარე სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „აგარაკში“ საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ირანიდან შემოსული სატვირთო ავტომობილი მისაბმელით რენტგენული აპარატურის გამოყენებით შეამოწმეს, რის შედეგადაც მისაბმელის წინა ნაწილში ფარული სათავსოს არსებობის ეჭვი გაჩნდა. “დეტალური […]