მედია: რა დგას ფართომასშტაბიანი ამნისტიის უკან – ემზადება თუ არა “ოცნება” ვადამდელი არჩევნებისთვის (ვიდეო)

ირაკლი კობახიძის ინიციატივით, საქართველოში დაახლოებით 35 ათას მძღოლს, რომლებსაც სხვადასხვა სამართალდარღვევის გამო მართვის მოწმობა ჩამორთმეული ჰქონდათ, უკან დაუბრუნდებათ. “ოცნება” გადაწყვეტილებას სოციალური და სამართლებრივი მოტივებით ხსნის, თუმცა ოპონენტები კითხვის ნიშნებს სვამენ – რა პოლიტიკური მიზანი შეიძლება იდგეს მასშტაბური ამნისტიის მიღმა. „ქართულ ოცნებას“ დღემდე არ წარმოუდგენია დამაჯერებელი განმარტება, თუ რატომ გახდა აუცილებელი ამ გადაწყვეტილების მიღება სწორედ ახლა. პრაქტიკა […]