“ქართული ოცნების” პრემიერმინისტრი, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ BBC-ის წინააღგმდეგ სარჩელს თავდაპირველად დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელ კომისიაში შეიტანენ და შემდეგ, “საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ შესაბამის ინსტანციებს.” მისი თქმით, “ოცნების” ხელისუფლებისთვის ფინანსური მოთხოვნა პრიორიტეტს არ წარმოადგენს. “დავის დაწყებას მალე ვგეგმავთ. ზეგ გვაქვს შეკრება, სადაც სარჩელის შინაარსსაც განვიხილავთ და მალე დაიწყება შესაბამისი სამართლებრივი პროცესი. პირველ რიგში შევიტანთ შესაბამის სარჩელს იქაურ […]