საკონტინენტთაშორისო თასის ფინალში „ფლამენგოსთან“ მატჩის წინ პსჟ-ს გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას „ეკიპის“ ჟურნალისტმა რატომღაც კითხვა დაუსვა, თუ რას ფიქრობს „ლივერპულის“ ვარსკვლავის მოჰამედ სალაჰის რთულ მდგომარეობაზე, რაზეც ქართველმა ღიმილით და კორექტულად უპასუხა: „მის მომავალზე საუბარი ჩემი საქმე არაა. ოდესმე გადმოვა თუ არა ჩვენთან? ის შესანიშნავი ფეხბურთელია, ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ გავიმეორებ, ამაზე ლაპარაკი ჩემი საქმე არ არის“. […]