ამერიკელი რეჟისორის რობ რაინერისა და მისი მეუღლის, მიშელის ვაჟს, ნიკ რაინერს, რომელიც მშობლების მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ბრალი პირველი ხარისხის მკვლელობის ორი მუხლით წაუყენეს, – ინფორმაციას CNN-ი ლოს-ანჯელესის ოლქის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრალდებები ითვალისწინებს სამუდამო პატიმრობას პირობით ვადამდე გათავისუფლების უფლების გარეშე ან სიკვდილით დასჯას. პროკურორებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, მოითხოვენ თუ არა ამ საქმეში სიკვდილით დასჯას. მკვლელობასთან […]