უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდებშია, სადაც ის საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად აგრძელებს სამშვიდობო გეგმის განხილვას. მან „ძალიან ეფექტური“ უწოდა აშშ-ის ჩართულობით შედგენილ იმ სამშვიდობო გეგმას, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ბერლინში განიხილავდნენ. თუმცა ისიც თქვა, რომ ზოგიერთი ძირითადი საკითხი კვლავ გადაუჭრელი და ბუნდოვანი რჩება. „ამერიკელმა პარტნიორებმა გუშინ ევროპის რეაქციაც იხილეს. ახლა კი, ამერიკული მხარე დაუკავშირდება რუსულ მხარეს […]