ღამით უპილოტო საფრენმა აპარატებმა რუსეთის კრასნოდარის მხარეში, სლავიანსკ-ნა-კუბანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას (ნპზ) შეუტიეს. ქალაქში ამოქმედებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემა, ისმოდა აფეთქებების ხმა. შეგახსენებთ, რომ სლავიანსკ-ნა-კუბანში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე უკვე არაერთხელ გამხდარა. ამ დროისთვის უცნობია, მიადგა თუ არა ქარხანას სერიოზული ზიანი, თუმცა ცნობილია, რომ ორი ადამიანი დაშავდა, ხოლო რამდენიმე კერძო საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. […] Source