ალექსანდრე ლუკაშენკო უკრაინელებს – როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, 2014 წელს კიევში მომხდარი „გადატრიალების“ შემდეგ, უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ ყველაფერი რუსულის განადგურების კურსი დაისახა. „როგორც ძველი პოლიტიკოსი, გეუბნებით: თუ მძინარე დათვთან ცხოვრობთ, ნუ გააღვიძებთ, იპოვეთ ნორმალური ურთიერთობა“, – აღნიშნა ლუკაშენკომ. მისი თქმით, საომარი მოქმედებების გაგრძელებამ, შესაძლოა, უკრაინის არსებობის შეწყვეტა გამოიწვიოს. „ჩემი აზრით, ის, შესაძლოა, რუკიდან გაქრეს“, – აღნიშნა ბელარუსის ლიდერმა. […]