არჩილ გორდულაძე: ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის დაფინანსებით საზრდოობენ, დიახ, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან

ოცნების პრემიერის, ირაკლი კობახიძის შემდეგ, არასამთავრობო სექტორს თავს ოცნების პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აკრიტიკებს. ის ამბობს, რომ "ოდიოზური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის თუ სხვადასხვა ძალის დაფინანსებით საზრდოობენ და მათ ინტერესებს ატარებენ, დიახ, არავითარი არასამთავრობო ორგანიზაციები არ არიან". "2022 წლამდე არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ საზოგადოებისთვის სიმართლე იმ დოზით ...