ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქე, მალხაზ მაქაცარია დააკავეს

ოკუპირებულ აფხაზეთში "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისთვის" საქართველოს მოქალაქე მალხაზ მაქაცარია დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ოკუპირებული აფხაზეთის გენერალურ პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათი ცნობით, გამოძიების დასრულებამდე ის წინასწარ პატიმრობაშია. რუსული მედია წერს, რომ საქართველოს მოქალაქე 2025 წლის 11 დეკემბერს დააკავეს, ის საქართველოდან გალის რაიონში ცდილობდა გადასვლას, როცა სოფელ ხიაცხესთან დააკავეს. ...