ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა (დანია) აქვეყნებს ევროკავშირის გაფართოებასთან დაკავშირებულ დასკვებს, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით – დოკუმენტს აქვს 27 წევრი ქვეყნიდან 26-ის მხარდაჭერა. დასკვნებს უნგრეთი შეეწინააღმდეგა. ევროკავშირის საბჭო – უნგრეთის გამოკლებით – მოუწოდებს საქართველოს, „გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული“ ადამიანი, „გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა“; ასევე, მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ დააკმაყოფილოს ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმები“. 16 დეკემბერს გამოქვეყნებულ დოკუმენტში – როგორც რადიო თავისუფლება ჯერ […]