გახარიას პარტიამ აქციებზე ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის დადგენილების პროექტი წარადგინა

პარტია გახარია საქართველოსთვის ოცნების პარლამენტში, BBC-ის გამოძიებაში გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესახებ, საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. დადგენილების პროექტი ოცნების პარლამენტში პარტია "გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ფარულავამ წარადგინა. მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ "აუცილებელია პასუხი გაეცეს კითხვებს, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ადგილი ხომ არ ჰქონდა ისეთი აქტიური სპეციალური საშუალებების გამოყენებას, რომელიც ...