ე.წ. წულუკიანის კომისიის ანგარიში წიგნად გამოიცა. ამის შესახებ ოცნების პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, "ინგლისური თარგმანიც უკვე მზად არის და რამდენიმე კვირაში ინგლისურენოვანი ვერსიაც დაიბეჭდება, რომელიც ყველა რელევანტურ ორგანიზაციას და საელჩოს გადაეგზავნება". შალვა პაპუაშვილმა რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა, რომ ბეჭდური რედაქცია, რომელიც 400-მდე გვერდისგან შედგება, დეპუტატებს და მედიას დაურიგდება. "ქართულ ენაზე უკვე ...