დღეს ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით დებატები გაიმართება, რომლის მთავარი თემაც საქართველოში დემოკრატიული კრიზისის გაღრმავებაა. დებატებამდე ევროპარლამენტარებმა "ევროსკოპთან" კომენტარი გააკეთეს. ნატალი ლუაზოს განცხადებით, დღევანდელ დებატებზე BBC-ის გამოძიების შესახებაც ისაუბრებენ. მისი აზრით, გამოძიება დამოუკიდებელმა უწყებებმა უნდა ჩაატარონ. "ძალიან მნიშვნელოვანია ვფოკუსირდეთ საქართველოზე და იმაზე რაც აქ ხდება. რადგან რეპრესიები, დემოკრატიული უკუსვლა, ხელისუფლების პოლიტიკის შეცვლა და რუსეთისკენ ...