ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის კითხვები საქართველოს გენერალურ პროკურორს

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი საქართველოს გენერალურ პროკურორისთვის გაგზავნილ წერილში შეშფოთებას გამოთქვამს „2024 წლის ბოლოს საპროტესტო აქციებზე სამართალდამცავი ორგანოების მიერ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციული გამოყენების სავარაუდო ფაქტების გამოძიებაში პროგრესის არარსებობის გამო.“ 10 დეკემბრით დათარიღებულ წერილს ევროპის საბჭო დღეს, 17 დეკემბერს აქვეყნებს. კომისარი ეჭვქვეშ აყენებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დაწყებული, შემდგომ კი პროკურატურისთვის […]