რამდენად ერთგული არსებაა ადამიანი? — მეცნიერებმა ცხოველების მონოგამიურობა შეაფასეს

კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგიის დეპარტამენტის მეცნიერის მარკ დაიბლის ახალი კვლევის მიხედვით, ჰომო საპიენსი ერთგულების თვალსაზრისით 35 ძუძუმწოვარს შორის მეშვიდე ადგილზეა. ეს შედეგი ნიშნავს, რომ ადამიანი არც მკაცრად მონოგამიურია და არც სრულად პრომისკუიტეტული. მკვლევრები ჩვენს სახეობას ამ სპექტრის შუალედში აყენებენ.  დაიბლი აღნიშნავს, რომ ძუძუმწოვრების აბსოლუტური უმრავლესობა რეპროდუქციისას ბევრად ნაკლებ ერთგულებას ავლენს. მონოგამიური სახეობების ...