“საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ შესაძლო სანქციების შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს” – ამის შესახებ ევროკომისარმა დემოკრატიის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის საკითხებში, მაიკლ მაკგრატმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. სტრასბურგში, ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე საქართველოს საკითხი განიხილება. საქართველო “ქართული ოცნების” მმართველობის ქვეშ დემოკრატიულ ნორმებს შორდება. ჩვენ დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ფუნდამენტურ უფლებებზე სისტემატურ თავდასხმას ვხედავთ. […]