იაგო კაჭკაჭიშვილი – პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი, აბა რა ვქნათ, ცაში უნდა გავფრინდეთ? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით

რუსთაველის გამზირზე პოლიციამ მომიტინგეებს მოსთხოვა, რომ მათ დატოვონ ტროტუარი. აბა რა ვქნათ, უნდა გავფრინდეთ ცაში? ვირტუალური პროტესტი უნდა მოეწყოს სამზარეულოებიდან? სრულად აბსურდთან მივედით, – ამის შესახებ სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, „შეკრებისა და მანიფესტაციის“ კანონში ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციასთან და საზოგადოებრივ აზრთან. „დღეს სრულიად აბსურდული მიზეზით შეიძლება დაიჭირონ პოლიტიკოსი. […]