ქაშვეთის მიმდებარედ პოლიციამ აქციის ერთ-ერთი მონაწილე დააკავა. არსებული ინფორმაციით, დაკავებული დავით ასანიძეა. დაკავების მომენტში აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. პოლიციამ მომიტინგეებს კიდევ ერთი გაფრთხილება მისცა და გზის სავალი ნაწილის გათავისუფლებისკენ მოუწოდა.