გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ დებატებზე კოლეგებს მოუწოდა, უზრუნველყონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარება 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერებების გამოყენების შესახებ. კრემერმა თქვა: „წარმოიდგინეთ ნივთიერება, რომელიც გიკრავთ სუნთქვას და გიწვავთ კანს და იწვევს სასტიკ ხველას და გულისრევას – არა მხოლოდ რამდენიმე წუთით, არამედ რამდენიმე დღის, კვირის, თვის განმავლობაში და როცა ცდილობთ, […]